Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონს 787 მილიარდი დოლარის მოცულობის მასტიმულირებელი პაკეტის შესახებ, რომელიც შეერთებული შტატების ეკონომიკის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად. ამ ზომით, რომელიც გასულ კვირაში დაამტკიცა კონგრესმა, გათვალისწინებულია მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკაში სამნახევარი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა გადასახადების შემცირებისა და მთავრობის მხრიდან ინფრასტრუქტურასა და სხვა პროექტებში მასიური ინვესტიციების კომბინაციის გზით. მიუხედავად კანონის ხელმოწერისა, ამერიკაში აქციები დაეცა, ვინაიდან ინვესტორები შიშობენ, რომ რეცესია გაღრმავდება მთავრობის გეგმის მიუხედავად. ამავე დროს ამერიკაში ავტომობილების ერთ-ერთმა უდიდესმა მწარმოებელმა, ჯენერალ მოტორსმა გამოაცხადა, რომ მთავრობისგან 30 მილიარდი დოლარის დახმარება ესაჭიროება და მთელ მსოფლიოში 47 ათასი სამუშაო ადგილის გაუქმებას აპირებს, რათა თავი გაართვას გლობალურ კრიზისს.
XS
SM
MD
LG