Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები ქვეყნის წინაშე


აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს საფრთხედ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს საფრთხედ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს
მიიჩნევენ, თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეც ამახვილებენ. საფრთხეების თაობაზე სადაზვერვო სამსახურების მიერ მომზადებულ მოხსენებაში, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რუსეთი არსებული საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის შეცვლას და ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ენერგომომარაგებაზე კონტროლის გამყარებას ცდილობს. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, რუსეთის ლიდერები ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილს გამოთქვამენ, თუმცა ნატოს გაფართოების, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების და მოსკოვის მიერ ირანის და სირიის შეიარაღების გამო არსებული უთანხმოება, ამ პროცესს სერიოზულად ართულებს. ამავე დოკუმენტში ამერიკის დაზვერვა პოსტსაბჭოთა სივრცის ცხელ წერტილებად აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტურ ზონებს და უკრაინას, ბელურუსიას და შუა აზიას ასახელებს.
XS
SM
MD
LG