Accessibility links

logo-print

ისრაელის “ლიკუდის” პარტიის მკაცრი


ისრაელის “ლიკუდის” პარტიის მკაცრი

ისრაელის “ლიკუდის” პარტიის მკაცრი
ხაზის მომხრე ლიდერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოიპოვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რათა გახდეს ამ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი. ავიგდორ ლიბერმანმა, რომლის ულტრამემარჯვენე პარტიამ გასულ კვირაში არჩევნებში დიდი ჯგუფი მიიმხრო, განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს ნეთანიაჰუს. ათი თებერვლის არჩევნების შემდეგ, ორივე, ნეთანიაჰუ და ცენტრისტულ-მემარცხენე “კადიმას” პარტიის ლიდერი, ციპი ლივნი აცხადებდა პრეტენციას პრემიერობაზე. პრეზიდენტი შიმონ პერესი დღეს შეხვდება პარტის ლიდერებს, რათა გადაწყვიტოს, ვის მიეცეს მთავრობის შექმნის დავალება.
XS
SM
MD
LG