Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებიპოლონეთში


ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებიპოლონეთში, კრაკოვში, მართავენ ორდღიან შეხვედრას,

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებიპოლონეთში, კრაკოვში, მართავენ ორდღიან შეხვედრას,
რომელიც დღეს დაიწყო. ისინი გადახედავენ ავღანეთში სტრატეგიას იმის ფონზე, რომ აშშ-მა ახალი წინადადებები წამოაყენა თალიბანის მეთაურობით ამბოხების დასაძლევად. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა მოკავშირეებს მოსთხოვა დამატებითი ჯარების გაგზავნა ავღანეთში აგვისტოს არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა თქვა შეხვედრაზე, მეამბოხეები პაკისტანის დესტაბილიზაციასაც ცდილობენ და ამიტომ ნატო უფრო რეგიონული პერსპექტივით უნდა მიუდგეს ავღანეთის კონფლიქტს. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ კვირაში გამოაცხადა დამატებით 17 ათასი ამერიკელი სამხედროს ავღანეთში გაგზავნის შესახებ.
XS
SM
MD
LG