Accessibility links

logo-print

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ჩრდილოატლანტიკური კავშირის


პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ჩრდილოატლანტიკური კავშირის თავდაცვის მინისტრთა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ჩრდილოატლანტიკური კავშირის თავდაცვის მინისტრთა
ორდღიანი არაოფიციალური შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომით დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და ეს ალიანსის პრინციპული პოზიციაა. სხეფერის თქმით, ამ საკითხში ნატოს პოზიცია ფუნდამენტურად განსხვავდება რუსეთის პოზიციისგან. “ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ ნატო-რუსეთის საბჭო, რადგან სწორედ ამ საბჭოს მუშაობის ფარგლებში უნდა განვიხილოთ ის საკითხები, სადაც აზრთა სხვადასხვაობა გვაქვსო” – განაცხადა სხეფერმა. კრაკოვის შეხვედრის მთავარი თემა ავღანეთის ომი იყო. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვასილ სიხარულიძემ აღნიშნა, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა ავღანეთის ოპერაციაში თავისი წვლილი შეიტანოს და ამ ქვეყანაში ასეული გაგზავნოს. ნატოელი მინისტრები თავიანთ უკრაინელ კოლეგებსაც შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG