Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩინეთს ესტუმრა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩინეთს ესტუმრა.
ჩინეთის ლიდერებთან მოლაპარაკების მთავარი თემებია გლობალური ეკონომიკური კრიზისი, კლიმატური ცვლილებების პრობლემა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა. კლინტონის თქმით, მისი ქვეყნის ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან ვერ განვითარდება, სანამ ფხენიანი უარზეა, მოილაპარაკოს სამხრეთ კორეასთან. კლინტონმა მოუწოდა ფხენიანს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ბირთვული პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშნლმა" უკიდურესი გაწბილება გამოთქვა იმის გამო, რომ ჰილარი კლინტონმა - "ამნესტის" აზრით - შემრიგებლური პოზიცია დაიკავა ჩინეთში ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევის საკითხში.
XS
SM
MD
LG