Accessibility links

გალის რაიონიდან მიღებული ცნობების თანახმად


გალის რაიონიდან მიღებული ცნობების თანახმად, დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ

გალის რაიონიდან მიღებული ცნობების თანახმად, დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ
"ენგურჰესზე" მომუშავე გერმანელ ენერგეტისკოსთა ჯგუფს. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, ენერგეტიკოსები სცემეს და გაძარცვეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ. ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლობას თბილისი აფხაზთა მხარეს აკისრებს, რადგან შემთხვევა მოხდა ენერგეტიკოსთა დასახლებაში, რომელსაც აფხაზების მილიცია იცავს. სოხუმში მომხდარს ჩვეულებრივ კრიმინალურ ინციდენტად აფასებენ და აცხადებენ, რომ დამნაშავეებს დასჯიან.
XS
SM
MD
LG