Accessibility links

რუსეთ-საქართველოს ომში, 2008 წლის აგვისტოში


რუსეთ-საქართველოს ომში, 2008 წლის აგვისტოში, 64 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

რუსეთ-საქართველოს ომში, 2008 წლის აგვისტოში, 64 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
- განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადილემ ნიკოლაი პანკოვმა. რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში პანკოვმა დასძინა, რომ ყოველი დაღუპულის ოჯახს 100 ათასი დოლარი გადაერიცხა, ხოლო 19 ოჯახს ბინები გამოეყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შარშან რუსეთის არმიაში არასაბრძოლო დანაკარგებმა 471 სამხედრო მოსამსახურე შეადგინა, მათგან დაახლოებით ნახევარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ რუსეთის არმიაში ყოველწლიურად ორნახევრიდან სამ ათასამდე ადამიანი იღუპება.
XS
SM
MD
LG