Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პეკინში მოლაპარაკება გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პეკინში მოლაპარაკება გამართა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან
იან ცზეჩისთან, რომელიც ამერიკელ სტუმარს დაპირდა, რომ ჩინეთი თავისი სავალუტო რეზერვის უდიდეს ნაწილს კვლავინდებურად ამერიკის სახელმწიფო სახაზინო ბილეთებში შეინახავს. პასუხად კლინტონმა განაცხადა, რომ დიდად აფასებს ამ ფასიანი ქაღალდებისადმი ჩინეთის მთავრობის ნდობას და იმედი გამოთქვა, რომ ორივე ქვეყანა წარმატებით დაძლევს ეკონომიკურ კრიზისს. იან ცზეჩისთან მოლაპარაკებისას, ჰილარი კლინტონი ადამიანის უფლებათა საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ ამ სფეროში ვაშინტონსა და პეკინს შორის არაერთი უთანხმოება არსებობს. გუშინ საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეშნლმა" უკიდურესი გაწბილება გამოთქვა იმის გამო, რომ ჰილარი კლინტონმა - "ამნესტის" აზრით - შემრიგებლური პოზიცია დაიკავა ჩინეთში ადამიანის უფლებათა სისტემატური დარღვევის საკითხში. დღეს ჰილარი კლინტონი შეხვდა, აგრეთვე, ჩინეთის პრეზიდენტს ჰუ ძინტაოსა და პრემიერ-მინისტრს ვენ ჟიბაოს. ჩამოთვლილი საკითხების გარდა, მხარეებმა იმსჯელეს გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე, კლიმატური ცვლილებების პრობლემასა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე.
XS
SM
MD
LG