Accessibility links

logo-print

დღეს დაარსდა პოლიტიკური გაერთიანება “ალიანსი


დღეს დაარსდა პოლიტიკური გაერთიანება “ალიანსი საქართველოსთვის”,

დღეს დაარსდა პოლიტიკური გაერთიანება “ალიანსი საქართველოსთვის”,
რომელსაც ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს. გაეროში საქართველოს ყოფილ ელჩთან ერთად ალიანსში არიან გაერთიანებული “რესპუბლიკური პარტია” და “ახალი მემარჯვენეები”. როგორც ირაკლი ალასანიამ დღეს თბილისში განაცხადა, “ალიანსი საქართველოსთვის”, რომელიც მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, მას აძლევს 10-დღიან ვადას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე რეფერენდუმის დასანიშნად. ალასანიას თქმით: [ალასანიას ხმა] “ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ჩვენი პოლიტიკური ძალები იმოქმედებენ საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ დავიწყებთ რეალურ მოქმედებას საერთო-სახალახო პლებისციტის ჩატარების კუთხით”.
XS
SM
MD
LG