Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი საგარეო ურთიერთობის საკითხებში ბენიტა


ევროკომისარი საგარეო ურთიერთობის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი იმედოვნებს,

ევროკომისარი საგარეო ურთიერთობის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი იმედოვნებს,
რომ მომავალი თვის სამიტზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მხარს დაუჭერენ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს უფრო მჭიდრო პარტნიორობას რამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან. ამ შინაარსის განცხადება ბენიტა ფერერო-ვალდნერმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრის დროს გააკეთა. მისი შეფასებით, პარნტიორობის საჭიროება კიდევ უფრო აშკარაა რუსეთ-საქართველოს ომის და გაზის გარშემო უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის შემდეგ. ევროკომისიის გეგმით, დამატებით 350 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და მოლდავეთში სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG