Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყიდან გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე რაიონში


ერაყიდან გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე რაიონში მოწყობილმა თავდასხმებმა 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ერაყიდან გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე რაიონში მოწყობილმა თავდასხმებმა 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მათგან სამი მოკლეს შეიარაღებულმა პირებმა ბაღდადის უმეტესწილად სუნიტებით დასახლებულ უბანში არმიის საკონტროლო პუნქტზე იერიშის დროს. დაიჭრა 8 ადამიანი. ხოლო გზაზე ჩადებულმა ბომბმა, რომელიც პოლიციის პატრულის წინააღმდეგ იყო მიმართული, ბაღდადის ცენტრში ორი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 6. ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ ისკანდირიაში ერთი მამაკაცი მოკლეს, მისი შვილი კი დაჭრეს პოლიციის წინააღმდეგ მიმართული აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG