Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ბენ


აშშ-ის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ბენ ბერნანკეს განცხადებით,

აშშ-ის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ბენ ბერნანკეს განცხადებით,
თუ მთავრობის მასშტაბური ზომები, რომელთაც აშშ-ის ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად მიმართავენ, წარმატებული არ იქნება, რეცესია შესაძლოა, წელს ვერ შეჩერდეს. მაგრამ, მისივე განმარტებით, თუ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია და ცენტრალური ბანკი შეძლებენ, აღადგინონ ფინანსური სტაბილურობის ზოგი ელემენტი, ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი მომავალ წელს დაიწყება. ამ შინაარსის განცხადებები ბერნანკემ გააკეთა სენატის საბანკო კომიტეტში გამოსვლისას. ობამამ ბოლოხანს ხელი მოაწერა ეკონომიკის მასტიმულირებელ გეგმას, რომელიც 787 მილიარდი დოლარით ფინანსდება. ამას გარდა, ცენტრალურმა ბანკმა თითქმის ნულამდე შეკვეცა საპროცენტო განაკვეთი ეკონომიკის გაძლიერების ხელსშესაწყობად.
XS
SM
MD
LG