Accessibility links

logo-print

პაკისტანში თალიბანის მხარდამჭერი ექსტრემისტების წარმომადგენლის


პაკისტანში თალიბანის მხარდამჭერი ექსტრემისტების წარმომადგენლის განცხადებით,

პაკისტანში თალიბანის მხარდამჭერი ექსტრემისტების წარმომადგენლის განცხადებით,
მემაბოხეებმა სვატში ზავის მოქმედება განუსაზღვრელი ვადით გააგრძელეს. მუსლიმ ხანის თქმით, ექსტრემისტების ლიდერმა მაულანა ფაზლულამ დღეს ისლამისტების საბჭო მოიწვია, და გადაწყდა გაგრძელდეს 10-დღიანი ზავი, რომლის ვადაც ოთხშაბათს უნდა ამოწურულიყო. გადაწყდა ასევე ტყვეების განთავისუფლება. პაკისტანის მთავრობამ 8 დღის წინ დადო სვატში “შარიათის სამართლის” შემოღების სანაცვლოდ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ გარიგებამ შეშფოთება გამოიწვია დასავლეთში, ასევე ავღანეთსა და ინდოეთში, რადგან ამას შეიძლება პაკისტანში ექსტრემისტების გააქტიურება მოჰყვეს. სვატის ველი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადიდან 160 კილომეტრში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG