Accessibility links

logo-print

ავიაკომპანია "ტერკიშ ერლაინზის" კუთვნილმა სამგზავრო


ავიაკომპანია "ტერკიშ ერლაინზის" კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა ავარია განიცადა

ავიაკომპანია "ტერკიშ ერლაინზის" კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა ავარია განიცადა
ამსტერდამის აეროპორტ "სხიპჰოლში" დაშვებისას. აეროპორტის წარმომადგენლის ცნობით, დაიღუპა ცხრა და დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი; მათგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია. სულ "ბოინგ-737"-ის ტიპის თვითმფრინავში 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მანამდე თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ავარიის შედეგად არავინ დაღუპულა. ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მგზავრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ ყოფილან. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამ გამოიწვია ავარია. ამსტერდამის აეროპორტი სიდიდით მეხუთეა ევროპაში.
XS
SM
MD
LG