Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ხელისუფლების ცნობით, სპეციალისტებმა დაიწყეს


ირანის ხელისუფლების ცნობით, სპეციალისტებმა დაიწყეს რუსეთის დახმარებით აშენებული ბუშერის

ირანის ხელისუფლების ცნობით, სპეციალისტებმა დაიწყეს რუსეთის დახმარებით აშენებული ბუშერის
ატომური ელექტროსადგურის გამოცდა. როგორც ირანის ატომური უწყება იტყობინება, ბუშერს დღეს ესტუმრნენ რუსეთის შესაბამისი ორგანიზაციის, "როსატომის" ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო და მისი ირანელი კოლეგა ღოლამრეზა აღაზადე. ირანი აპირებს, ბუშერის ატომური ელექტროსადგური მიმდინარე წელს აამოქმედოს. დასავლეთი რუსეთს მკაცრად აკრიტიკებს ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობისთვის. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ბუშერის სადგური მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს მოემსახურება.
XS
SM
MD
LG