Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის


დღეს საქართველოში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღე აღინიშნა.

დღეს საქართველოში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღე აღინიშნა.
88 წლის წინ - 1921 წლის 25 თებერვალს - თბილისში შევიდნენ რუსეთის მე-11 "წითელი არმიის" ნაწილები. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სიტყვით გამოვიდა თბილისში, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში. [მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, და თქვენ ეს კარგად იცით, იგივე განსაცდელების წინაშე დგას. საქართველოს ისევ უტევს ჩრდილოეთიდან იმპერია, საქართველოს თავისუფლება ისევ საფრთხის ქვეშაა. ამიტომ დღეს გვაქვს საშუალება, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ რა ფასი აქვს თავისუფლებას ჩვენთვის. დღევანდელ დღეს ვიგონებთ იმიტომ, რომ არასდროს დავივიწყოთ ის მწარე გაკვეთილები, რაც ისტორიამ გვასწავლა”. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს განცხადებები გააკეთეს საქართველოს პარლამენტის წევრებმაც. მათი შეფასებით, რუსეთის ოკუპაციაზე საქართველოს პასუხი უნდა იყოს შიდა ერთიანობა და კონსოლიდაცია.
XS
SM
MD
LG