Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მსოფლიოში


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ საქართველო გაკრიტიკებულია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებების შესახებ საქართველო გაკრიტიკებულია
მრავალი დარღვევის, მათ შორის მედიის შეზღუდვისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებული ხმარების გამო. ყოველწლიურ ანგარიშში მკაცრი კრიტიკაა გამოთქმული რუსეთის მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, აგვისტოში საქართველოს მოქმედებისადმი რუსეთის საპასუხო რეაქცია არაპროპორციული იყო, ომის მონაწილე ყველა მხარემ კი - ძალა განურჩევლად გამოიყენა. ამავე მოხსენების თანახმად, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, საქართველოში ჩატარებული ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ეუთოს სტანდარტებს შეესაბამებოდა, მეტი პრობლემა აღირიცხა საპარლამეტო არჩევნების დროს.
XS
SM
MD
LG