Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარადგინა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარადგინა თავისი პირველი ფედერალური ბიუჯეტის პროექტი,

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარადგინა თავისი პირველი ფედერალური ბიუჯეტის პროექტი,
რომელიც ამბიციურ ზომებს მოიცავს. 2010 წლის ბიუჯეტი, რომელიც პრეზიდენტმა გუშინ წარუდგინა კონგრესს, 3,5 ტრილიონ დოლარს აღემატება. მისი დიდი ნაწილი განკუთვნილია აშშ-ის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისთვის. ის ითვალისწინებს ასევე შეძლებული ამერიკელების დაბეგვრის მკვეთრ გაზრდას. გეგმა ასახავს მკვეთრ სხვაობას ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკასთან და ოფიციალურ სახეს აძლევს ბარაკ ობამას მრავალ წინასაარჩევნო დაპირებას. ობამას განცხადებით, ბიუჯეტის შესახებ მისი წინადადებების მიზანია “ფისკალური დისციპლინის” აღდგენა. [ობამას ხმა] “მაშინ, როცა დეფიციტის მოკლევადიანი გაზრდა მოგვიწევს ოჯახებისთვის სწრაფი დახმარების გასაწევად და ჩვენი ეკონომიკის ასამოძრავებლად, გრძელვადიანი თვალსაზრისით, მხოლოდ ფისკალური დისციპლინის აღდგენით არის შესაძლებელი სტაბილური ეკონომიკური ზრდისა და საერთო კეთილდღეობის მიღწევა. ზუსტად ეს არის მიზანი ბიუჯეტიას, რომელსაც მე დღეს გადავცემ კონგრესს”. ბიუჯეტის პროექტით, მომდევნო 18 თვისთვის 200 მილიარდ დოლარზე მეტია გათვალისწინებული ომებთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის.
XS
SM
MD
LG