Accessibility links

ორი მამაკაცი, რომლებიც ოსმა სეპარატისტებმა


ორი მამაკაცი, რომლებიც ოსმა სეპარატისტებმა შეიპყრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიასთან, კვლავ ტყვეობაში რჩება.

ორი მამაკაცი, რომლებიც ოსმა სეპარატისტებმა შეიპყრეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიასთან, კვლავ ტყვეობაში რჩება.
სეპარატისტებმა გუშინ მოიტაცეს სოფელ კოდიდან ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა და მისი ოთხი მგზავრი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამტაცებლებმა ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მოგვიანებით ორი გატაცებული, ირაკლი კაპანაძე და დავით საძაგლიშვილი, გაათავისუფლეს, ხოლო დანარჩენი ორი პირი, დავით კაპანაძე და დემურ ჭიღლაძე, ოსი სეპარატისტების ტყვეობაში რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათი განთავისუფლების სანაცვლოდ სეპარატისტები 6 000 ევროს ითხოვენ. სეპარატისტების მხარე ადასტურებს ორი ქართველის დაკავების ფაქტს, რომლებიც, მათი თქმით, ამჟამად სეპარატისტულ ძალოვან სტრუქტურებში იმყოფებიან. ”ინტერფაქსი” სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მათი დაკავება 27 თებერვალს სოფელ წნელისთან ”საზღვრის უკანონო გადალახვის” მოტივით მოხდა და ”არანაირი გამოსასყიდი არ ყოფილა ვინმესგან მოთხოვილი”.
XS
SM
MD
LG