Accessibility links

logo-print

ბანგლადეშში კიდევ 9 დაღუპულს მიაკვლიეს


ბანგლადეშში კიდევ 9 დაღუპულს მიაკვლიეს ორ მასობრივ სასაფლაოში,

ბანგლადეშში კიდევ 9 დაღუპულს მიაკვლიეს ორ მასობრივ სასაფლაოში,
რომლებიც გათხრილია რამდენიმე დღის წინანდელი აჯანყების შემდეგ. ამით, ბანგლადეშის სასაზღვრო გვარდიის ორდღიანი აჯანყების შედეგად დაღუპულების რიცხვმა 75ს მიაღწია. დღეს მოძებნილ მოკლულებს შორის არის გვარდიის სარდალი შაკილ აჰმედი. პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ აჯანყებას ბოლო მოუღო იარაღის დაყრაზე გვარდიის წევრების დაყოლიებით, მათთვის ამნისტიის შეთავაზების სანაცვლოდ. თუმცა, მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ამნისტია არ შეეხება მკვლელებს. ამასობაში ბანგლადეშის არმიამ დაადასტურა მთავრობისადმი თავისი მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG