Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ვიცე-პრეზიდენტი ტარეკ ალ-ჰაშემი მიესალმა


ერაყის ვიცე-პრეზიდენტი ტარეკ ალ-ჰაშემი მიესალმა ერაყიდან აშშ-ის სამხედრო შენაერთების გაყვანის გეგმას,

ერაყის ვიცე-პრეზიდენტი ტარეკ ალ-ჰაშემი მიესალმა ერაყიდან აშშ-ის სამხედრო შენაერთების გაყვანის გეგმას,
რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ წარადგინა. თუმცა, ალ-ჰაშემის თქმით, ვაშინგტონს კვლავაც აქვს ერაყისთვის დახმარების გაწევის დიდი პასუხისმგებლობა. მისი თქმით, ერაყს დასჭირდება დახმარება, რათა ააშენოს სახელმწიფო, რომელშიც კანონის უზენაესობა სუფევს. პარასკევს ობამამ გასცა განკარგულება ერაყში შეერთებული შტატების საბრძოლო ოპერაციების 2010 წლის 31 აგვისტომდე დამთავრების შესახებ. ერაყიდან ჯარების გაყვანა 2011 წლისთვის უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG