Accessibility links

logo-print

აფხაზეთში შეხვედრები გამართა გაეროს გენერალური


აფხაზეთში შეხვედრები გამართა გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა იოჰან ვერბეკემ.

აფხაზეთში შეხვედრები გამართა გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა იოჰან ვერბეკემ.
დღეს იგი სოხუმში შეხვდა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას. ვერბეკემ და შამბამ ჟენევის მოლაპარაკების პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. სოხუმის დე ფაქტო მინისტრი ევროპას არაობიექტურობაში ადანაშაულებს და ეჭქვეშ აყენებს საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. შამბას თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენები გვაჩვენებს, რომ პროცესში ევროკავშირის მონაწილეობა არაფერს იძლევა. აზრი არა აქვს მოლაპარაკებებს იმასთან, ვისი აზრიც წინასწარ ცნობილიაო - აცხადებს სერგეი შამბა.
XS
SM
MD
LG