Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა


მიხეილ სააკაშვილი ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

მიხეილ სააკაშვილი ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
აბუ დაბისა და რას ალ-ჰაიმას საამიროებში ვიზიტი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, "ეკონომიკური დიპლომატიის გაგრძელებას" წარმოადგენდა. ამავე განცხადებაში ვკითხულობთ: "მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო გაერთიანებული არაბეთის საემიროების ეკონომიკას ზიანი მიადგა, რამაც ბევრ ქვეყანაში შეაფერხა არაბული ინვესტიციები. ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გარანტია, რომ საქართველოში მათი ინვესტიციები არა მარტო გაგრძელდება, არამედ გაიზრდება კიდეც." გასულ კვირაში, რას ალ-ჰაიმას საინვესტიციო ფონდის შვილობილმა კომპანიამ შეიძინა სამაუწყებლო კომპანია "იმედის" 90%-იანი წილი. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადების თანახმად, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას.
XS
SM
MD
LG