Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები


ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ,

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ,
ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლისას, თავი შეიკავონ პროტექციონისტული ნაბიჯებისგან, რადგან ისინი საფრთხეს შეუქმნიდა კავშირის საერთო ბაზარს. ბრიუსელში გამართული ევროპის კავშირის რიგგარეშე სამიტის მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ფერენც დიურჩანის მოწოდებას ევროკავშირის ყველაზე ღარიბი წევრებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. დიურჩანის წინადადება ამ მიზნით 250-მილიარდდოლარიანი საგანგებო ფონდის შექმნას ითვალისწინებდა. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა ოფიციალურად დაადასტურა გავრცელებული ცნობები, რომ 5 აპრილს პრაღაში ჩამოვა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც აქ ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG