Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად


ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად, სარაკეტო იერიშის შედეგად,

ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის საზღვრის მახლობლად, სარაკეტო იერიშის შედეგად,
სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა. ვარაუდობენ, რომ რვავე დაღუპული მეამბოხე იყო. მათ შორის, პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, უცხოელებიც არიან. პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, იერიში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა განახორციელა. ისლამაბადი ასეთი დარტყმების წინააღმდეგია, აცხადებს რა, რომ ისინი ხელყოფს პაკისტანის სუვერენიტეტს.
XS
SM
MD
LG