Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო დონორებმა 4,48 მილიარდი დოლარის


საერთაშორისო დონორებმა 4,48 მილიარდი დოლარის გამოყოფა ივალდებულეს ღაზის სექტორის აღსადგენად,

საერთაშორისო დონორებმა 4,48 მილიარდი დოლარის გამოყოფა ივალდებულეს ღაზის სექტორის აღსადგენად,
რომელიც ისრაელის სამკვირიანი იერიშის შედეგად დაზარალდა. მაგრამ მათ მოითხოვეს, რომ ეს ფინანსები არ უნდა მოხვდეს ჰამასის ხელში, რომელიც აკონტროლებს ამ ტერიტორიებს. ეს განცხადება გაკეთდა ეგვიპტეში, დონორთა კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები, შეერთებული შტატები და ევროპის კომისია. დადგინდა, რომ დონორები თანხას ორი წლის განმავლობაში გადაიხდიან. კონფერენციაზე არ მიუწვევითა არც ისრაელი და არც ჰამასი. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თქმით, ღაზის სექტორისთვის განკუთვნილი დახმარება ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ფართო ძალისხმევის ნაწილი უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG