Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ზუსტ შეფასებად მიიჩნევს


საქართველოს მთავრობა ზუსტ შეფასებად მიიჩნევს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე,

საქართველოს მთავრობა ზუსტ შეფასებად მიიჩნევს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე,
რომ რუსეთის ხელისუფლება იმპერიის აღდგენას ცდილობს. საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია და ოკუპაცია სწორედ იმპერიის აღდგენის მცდელობაა. დღესვე ვაშაძემ სასაცილო უწოდა ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის თაობაზე რუსეთის ინიციატივას, რომლის განხილვასაც, სხვა საკითხებთან ერთად, ამ კვირაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამ ინიციატივის შინაარსი ზუსტად თავად რუსეთშიც არ იციან
XS
SM
MD
LG