Accessibility links

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში თავს დაესხნენ


პაკისტანის ქალაქ ლაჰორში თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს კრიკეტში შრი-ლანკის

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს კრიკეტში შრი-ლანკის
ეროვნული ნაკრების სპორტსმენებს იმ დროს, როცა მათი ავტობუსი სტადიონს უახლოვდებოდა. პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, ტერორისტული თავდასხმის შედეგად სპორტსმენები არ დაღუპულან. სულ თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა: ხუთი პოლიციელი და ავტობუსის მძღოლი. პაკისტანის ოფიციალური პირების აზრით, შრი-ლანკის კრიკეტისტთა გუნდზე თავდასხმა და ბომბეიში შარშან მოწყობილი ტერაქტი ერთი ხელწერით განხორციელდა. პუნჯაბის პროვინციის პოლიციის უფროსის ხალედ ფარუქის განცხადებით, თავდასხმა შრილანკელი სპორტსმენები სასწაულებრივად გადაურჩნენ ტყვიებს. [ხალედ ფარუქის ხმა] "ისინი მივიდნენ დანიშნულების ადგილზე. სახეები ნიღბებით ჰქონდათ დაფარული. შეიარაღებული იყვნენ ყუმბარმტყორცნებით, ჰქონდათ ხელყუმბარები და კალაშნიკოვის ავტომატები და მათ დაიწყეს სროლა შრი-ლანკის გუნდის მიმართულებით."
XS
SM
MD
LG