Accessibility links

logo-print

რუსეთმა შეაჩერა პასპორტების გაცემა მის


რუსეთმა შეაჩერა პასპორტების გაცემა მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთში.

რუსეთმა შეაჩერა პასპორტების გაცემა მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთში.
როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტი რუსეთის საკონსულოზე დაყრდნობით იუწყება, ამ პროცესის შეჩერებას განაპირობებს ფედერაციის კანონმდებლობა, რომელიც რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ ამოქმედდა. ამიერიდან ფედერაციის მოქალაქეობის მსურველთა ყველა თხოვნა ინდივიდუალური წესით განიხილება. კიდევ ერთი შეღავათი, რომელიც მოსკოვმა გააუქმა, შეეხებოდა ფედერალური უწყებების მოხელეებსა და სამხედროებს, რომლებიც რუსეთის მიერ აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მსახურობენ. პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, სამსახურის ერთი თვე მათ სამ თვედ აღარ ჩაეთვლებათ.
XS
SM
MD
LG