Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამენტის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის
თანამდებობიდან გადაყენებული ვლადიმირ ოგრიზკო მას "რადიკალურად არ მოსწონდა", როგორც მინისტრი. ამასთანავე, ტიმოშენკოს თქმით, იგი ცდილობდა, დაერწმუნებინა თავისი მომხრე დეპუტატები, ოგრიზკოს გადადგომის სასარგებლოდ ხმა არ მიეცათ, რათა საფრთხე არ შეექმნათ კოალიციაში დამყარებული სტაბილურობისთვის. მაგრამ, როგორც პრემიერმა თქვა, დეპუტატთა ერთმა ნაწილმა მისი რჩევა ყურად არ იღო. ოგრიზკოს გადადგომის ინიციატორები იყვნენ კომუნისტები და რეგიონების პარტია, რომელთა შეფასებით, უკრაინა-რუმინეთის ტერიტორიული დავისას, მინისტრმა არაპროფესიონალიზმი გამოიჩინა. რადაში დღევანდელ კენჭისყრამდე რეგიონების პარტიის დეპუტატებმა ვლადიმირ ოგრიზკოს ჰკითხეს, რამდენად მორალურ საქციელად მიიჩნევს იგი საქართველოს პრეზიდენტისგან ღირსების ორდენის მიღებას, რასაც ოგრიზკომ იმით უპასუხა, რომ ამ ორდენს დიდი მორალური კმაყოფილებით ატარებს. საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომას მხარი უკრაინის პარლამენტის 250-მა დეპუტატმა დაუჭირა.
XS
SM
MD
LG