Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა


საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დომინიკ სტროს-კანმა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დომინიკ სტროს-კანმა
მხარი დაუჭირა სომხეთისთვის 540 მილიონი დოლარის მოცულობის მასტაბილიზებელი კრედიტის გამოყოფას. სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული დირექტორთა საბჭოს მიერ. სომხეთის ცენტრალური ბანკი სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად დღეს დაუბრუნდა შეერთებული შტატების დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის მცურავი კურსის რეჟიმს. ამის შემდეგ ვალუტის გადასაცვლელ პუნქტებში სომხეთის დრამის კურსი დაახლოებით 30 პროცენტით დაეცა.
XS
SM
MD
LG