Accessibility links

logo-print

მოსკოვში გრძელდება კომპანია “იუკოსის” ყოფილი


მოსკოვში გრძელდება კომპანია “იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ ხოდორკოვსკისა

მოსკოვში გრძელდება კომპანია “იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელის მიხაილ ხოდორკოვსკისა
და მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორის, პლატონ ლებედევის ახალი საქმის წინასწარი სასამართლო მოსმენა. როგორც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი სასამართლოს დარბაზიდან იუწყება, ხოდორკოვსკის დაცვამ აცილება მისცა მოსამართლე ვიქტორ დანილკინს, რომელსაც მიკერძოებულად მიიჩნევს. ხოდორკოვსკისა და ლებედევს ბრალად ედებათ თითქმის ერთ ტრილიონამდე რუბლის მიტაცება და 450 მილიარდამდე რუბლის "გათეთრება". ხოდორკოვსკი ერთ დროს რუსეთში უმდიდრესი ადამიანი იყო. იგი რვაწლიან სასჯელს იხდის თაღლითობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით. პატიმრობის ვადის ნახევარი ხოდორკოვსკიმ უკვე მოიხადა.
XS
SM
MD
LG