Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო


ავღანეთის საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ვერ ჩატარდება მომავალ თვეში,

ავღანეთის საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ვერ ჩატარდება მომავალ თვეში,
როგორც ამას პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მოითხოვს. კომისიის თქმით, არჩევნების ჩატარების თარიღად რჩება 20 აგვისტო, როგორც აქამდე იყო განსაზღვრული. კარზაიმ შაბათს დაავალა ავღანეთის საარჩევნო კომისიას, რომ არჩევნები დანიშნოს 22 მაისამდე, როცა ამოიწურება კარზაის პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადა. ეს ნაბიჯი მოჰყვა ბევრი ავღანელი კანონმდებლის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას არჩევნების აგვისტოში დანიშვნის გამო - მათი შეფასებით, კარზაის პრეზიდენტობა უკანონო იქნებოდა 22 მაისის შემდეგ. მაგრამ აგვისტოს თარიღს ემხრობიან გაერო, შეერთებული შტატები, ავღანეთის ოპოზიციური ჯგუფები და პრეზიდენტობის კანდიდატები. ნატოს განცხადებით, მისი ჯარები უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფას შეძლებენ საარჩევნო პროცესისთვის, თუ ის აგვისტოში გაიმართება.
XS
SM
MD
LG