Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სასულიერო ლიდერის განცხადებით, შეერთებული


ირანის სასულიერო ლიდერის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა

ირანის სასულიერო ლიდერის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა
- ისრაელის მხარდაჭერით - იმავე “არასწორ გზას” ადგას, როგორც მისი წინამორბედი ჯორჯ ბუში. აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელს “ავთვისებიანი სიმსივნე” უწოდა, და განაცხადა, რომ “წინააღმდეგობა” არის ერთადერთი გზა პალესტინის გადასარჩენად. ხამენეი, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ირანის პოლიტიკის განსაზღვრაში, ამ შინაარსის განცხადებებით გამოვიდა ღაზისა და პალესტინელების მხარდაჭერისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე თეირანში. ორდღიან კონფერენციაში მეზობელი ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG