Accessibility links

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა


ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოილაპარაკეს,

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოილაპარაკეს,
განაახლონ სრულმასშტაბიანი ურთიერთობა რუსეთთან. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის დამთავრებისთანავე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა. პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, სხეფერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვერ უგულებელყოფს რუსეთის მნიშვნელობას. თუმცა, შეხვედრის გახსნაზე გამოსვლისას, სხეფერმა განაცხადა: "ჩვენ სულაც არ ვმალავთ, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ჯერაც რჩება სერიოზული უთანხმოებები, კერძოდ საქართველოს საკითხში. ამასთანავე, ვაღიარებთ, რომ რუსეთთან ბუნებრივი საერთო ინტერესებიც გვაქვს. ერთ-ერთი მათგანია ავღანეთი; სხვა ასეთი სფეროებია ანტიტერორისტული საქმიანობა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლა." რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიესალმა ჩრდილოატლანტიკური კავშირის გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG