Accessibility links

logo-print

ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა


ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა,

ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა,
რომლის დღის წესრიგში იყო ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, თბილისში ნატოს სამოკავშირეო ოფისის გახსნა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. სხდომის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს. მანამდე, ნატოს მინისტერიალზე გამოსვლისას, კლინტონმა აღნიშნა, რომ მართალია, დადგა დრო, ნატომ რუსეთთან ურთიერთობა განაახლოს, მაგრამ, ამასთანავე, ალიანსის კარი ღია უნდა დარჩეს უკრაინისა და საქართველოსთვის. კლინტონის თქმით, ნატოს წევრებმა არასოდეს უნდა აღიარონ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა და არ უნდა შეეგუონ რუსეთის განზრახვას, საკუთარი გავლენის სფეროში მოაქციონ ის სახელმწიფოები, რომელთაც ეს არ სურთ.
XS
SM
MD
LG