Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბრიუსელში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის
საგარეო ურთიერთობათა კომისარს ბენიტა ფერერო-ვალდნერს. მხარეებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს შემდგომი ურთიერთობის საკითხები, კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებული პრობლემები. ფერერო-ვალდნერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას: [ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა]: "ჩვენ გვსურს, და ეს არის, რაც მინდა გითხრათ, გვსურს, განვაგრძოთ საქართველოსთვის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაწევა, რათა ქვეყანამ მოახერხოს მის წინაშე მდგარი სერიოზული პრობლემების დაძლევა. და, ცხადია, ასევე განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას."
XS
SM
MD
LG