Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთი ქვეყნის საჰაერო


საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.

საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთი ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან შემოფრენილმა "მი-8" და "მი-24" ტიპის რუსეთის ვერტმფრენებმა ფოტოები გადაუღეს სოფლებში განმუხურსა და ხურჩაში მდებარე საქართველოს პოლიციის საგუშაგოებს. სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა ოთხშაბათს ორჯერ დაფიქსირდა. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ უარყო მისი ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი.
XS
SM
MD
LG