Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში შეხვედრა გამართეს შეერთებული შტატების


ჟენევაში შეხვედრა გამართეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის

ჟენევაში შეხვედრა გამართეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის
საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ეს ამ დონის პირველი შეხვედრაა ამერიკის ხელისუფლებაში ბარაკ ობამას მოსვლის შემდეგ. შეხვედრის დასაწყისში კლინტონმა ლავროვს საჩუქრად გადასცა პატარა კოლოფი ე.წ. "ხელახლა დატვირთვის" ღილაკით - ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილის საჩვენებლად. თუმცა ლავროვმა შენიშნა, რომ ღილაკზე წარწერისთვის ნახმარი რუსული სიტყვა "გადატვირთულს" ნიშნავს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის მინისტრებმა განაცხადეს, რომ ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
XS
SM
MD
LG