Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა
დღეს ანკარაში თქვა, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა თურქეთს ეწვევა “ასე, ერთ თვეში”. ეს მან განაცხადა ერთობლივ პრესკონფრენეციაზე თავის კოლეგა ალი ბაბაჯანთან ერთად. კლინტონმა მოწოდება გამოთქვა სირია-ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისკენ. ანკარამ გამოაცხადა, რომ ის მზად არის იშუამავლოს შეხვედრების მოწყობის საქმეში, თუკი ორივე მხარე მოითხოვს. კლინტონმა თქვა ასევე, რომ ვაშინგტონს ჯერ არ გადაუწყვეტია, დააბრუნოს თუ არა თავისი ელჩი სირიაში. დღესვე დამასკოში აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ჯეფრი ფილტმანმა განაცხადა, რომ მას სირიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან “ძალიან კონსტრუქციული” საუბარი ჰქონდა.
XS
SM
MD
LG