Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელში


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელში შეხვდა ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელში შეხვდა ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს.
მხარეებმა განიხილეს შექმნილი ვითარება ავღანეთსა და პაკისტანში, სადაც ნატოს შეიარაღებული ძალები ექსტრემისტების წინააღმდეგ იბრძვიან. ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს განზრახული აქვს ამ საკითხების გადაწყვეტისას უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ნატოელ მოკავშირეებთან. ვიცე-პრეზიდენტი დაინტერესდა ალიანსის წევრი ქვეყნების აზრით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაღწიონ იმას, რომ ავღანეთი და პაკისტანი აღარ იყოს ტერორისტების ბაზა. ბაიდენმა განაცხადა: [ბაიდენი] ”ვიცი, რომ ევროპელები, ისევე როგორც ჩემი ქვეყნის ხალხი, დაიღალნენ ამ ომით. მაგრამ ბევრი მოქალაქე აქ, ევროპაში, და ჩემს სამშობლოში სვამენ კითხვას, რატომ უნდა გავგზავნოთ დამატებითი ჯარები ჩვენი სახლებიდან ასე შორსო. მაგრამ ჩვენ ვიცით, ვიცით, რომ ავღანეთისა და პაკისტანის ზონიდან განხორციელდა 11 სექტემბრის თავდასხმა.” აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ადმინისტრაციამ ავღანეთსა და პაკისტანში სტრატეგიის გადახედვის სურვილი გამოთქვა. აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს ავღანეთში დამატებით 17 ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს.
XS
SM
MD
LG