Accessibility links

დალაი ლამას თქმით, ტიბეტს ”კანონიერი


დალაი ლამას თქმით, ტიბეტს ”კანონიერი და რეალური” ავტონომია უნდა მიენიჭოს -

დალაი ლამას თქმით, ტიბეტს ”კანონიერი და რეალური” ავტონომია უნდა მიენიჭოს -
ასეთი მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა ტიბეტელი ბუდისტების დევნილობაში მყოფი სულიერი ლიდერი. დალაი ლამას სიტყვებით, პეკინი ტიბეტში შიშის ატმოსფეროს თესავს და მისი პოლიტიკა ადგილობრივი კულტურის განადგურებას იწვევს. ამავე დროს, ტიბეტის ლიდერმა განაცხადა, რომ არ მოითხოვს ტიბეტის ჩინეთისგან გამოყოფას. [დალაი ლამა] ”ვფიქრობ, რომ კომუნისტები იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს: ტვინის გამორეცხვას, ინფორმაციის დამახინჯებას, ასევე სისასტიკეს, დაპატიმრებას და წამებას. მაგრამ არასდროს გამოუვათ ტიბეტელების სულის გატეხვა.” დალაი ლამას მიმართვა ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ტიბეტის აჯანყების 50 წლისთავს მიეძღვნა. ამ ამბოხის შემდეგ დალაილამა იძულებული გახდა ტიბეტი დაეტოვებინა.
XS
SM
MD
LG