Accessibility links

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, კუნძულ ხაინანთან


სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, კუნძულ ხაინანთან, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩინეთის სამხედრო ხომალდი და

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, კუნძულ ხაინანთან, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩინეთის სამხედრო ხომალდი და
აშშ-ის საზღვაო ძალების დამხმარე გემი. ამერიკის მხარემ განაცხადა, რომ ჩინეთის მეზღვაურებმა აგრესიული მანევრები განახორციელეს აშშ-ის ხომალდის მახლობლად. თავის მხრივ, ჩინეთმა გამოაცხადა, რომ ამერიკელი მეზღვაურები ჩინეთის ხომალდებზე უკანონო დაკვირვებას აწარმოებდნენ. ამასთან დაკავშირებით თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობერტ გიფსმა განაცხადა: ”ჩვენმა დიპლომატებმა როგორც პეკინში, ასევე აქ პროტესტი გამოხატეს ჩინეთის გემების იმ მოქმედების გამო, რომელიც ცნობილი გახდა. ჩვენი ხომალდები, ბუნებრივია, რეგულარულად მოქმედებენ ტერიტორიულ წყლებში, სადაც მოხდა აღნიშნული ინციდენტი. ჩვენ ვაპირებთ განვაგრძოთ ამ ტიპის ოპერაციები და, იმედი გვაქვს, ამ დროს ჩინეთი დაიცავს საერთაშორისო სამართალს.”
XS
SM
MD
LG