Accessibility links

2009 წლის მანძილზე რუსეთში 46


2009 წლის მანძილზე რუსეთში 46 დანაშაული იქნა ჩადენილი ქსენოფობიის ნიადაგზე.

2009 წლის მანძილზე რუსეთში 46 დანაშაული იქნა ჩადენილი ქსენოფობიის ნიადაგზე.
ადამიანის უფლებადამცველების მონაცემებით, ქსენოფობიურ თავდასხმებს 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 50 კი დაზარალებულად ითვლება. სააგენტო ”ინტერფაქსს” ადამიანის უფლებათა მოსკოვის ბიუროს დირექტორმა ალექსანდრ ბროდმა აცნობა, რომ თავდასხმების უმეტესობა მოსკოვსა და პეტერბურგში მოხდა, მსხვერპლთა უმეტესობას, ძირითადად, უზბეკები, ყირგიზები და აფრიკიდან ემიგრირებული ადამიანები წარმოადგენენ. ადამიანის უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რუსეთში, სოციალ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქსენოფობიური დანაშაულის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
XS
SM
MD
LG