Accessibility links

ევროვიზიის საკონტროლო ჯგუფმა საკონკურსო პროგრამაში


ევროვიზიის საკონტროლო ჯგუფმა საკონკურსო პროგრამაში არ დაუშვა საქართველოს მიერ წარდგენილი სიმღერა

ევროვიზიის საკონტროლო ჯგუფმა საკონკურსო პროგრამაში არ დაუშვა საქართველოს მიერ წარდგენილი სიმღერა
”We don’t wanna put in”. ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცნობით, რომელიც ევროვიზიის ორგანიზატორია, სკანდალურად ცნობილი სიმღერა არ შეესაბამება კონკურსის წესებს. ამის შესახებ კავშირმა ოფიციალურად აცნობა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ახლა საქართველოს შეუძლია ორი გზით წავიდეს, ან შეცვალოს სიმღერის ტექსტი ან კიდევ საერთოდ გამოცვალოს სიმღერა. გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 16 მარტამდე უნდა მიიღოს. წელს ევროვიზიის კონკურსი მოსკოვში 12-დან 16 მაისის ჩათვლით გაიმართება.
XS
SM
MD
LG