Accessibility links

logo-print

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რუსეთს მისი სამხედრო და სასაზღვრო ბაზებისთვის მიწას 99 წლით გადასცემს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება რუსეთს მისი სამხედრო და სასაზღვრო ბაზებისთვის მიწას 99 წლით გადასცემს.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ სააგენტო ინტერფაქსს დღეს განუცხადა, რომ მისმა მთავრობამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. კოკოითის იმედი აქვს, რომ საზღვრის ერთობლივად დაცვისა და რეგიონში რუსული სამხედრო ბაზის განლაგების შეთანხმებას მოსკოვი და ცხინვალი ხელს უახლოეს ხანში მოაწერენ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის განცხადებით, საქართველო ყველა ზომას მიმართავს, რათა მის ტერიტორიაზე რუსული ბაზები ერთი წლითაც კი არ დარჩეს.
XS
SM
MD
LG