Accessibility links

საფრანგეთი ბრუნდება ნატოს ერთობლივ სამხედრო


საფრანგეთი ბრუნდება ნატოს ერთობლივ სამხედრო სარდლობაში. ამის შესახებ დღეს განაცხადა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ.

საფრანგეთი ბრუნდება ნატოს ერთობლივ სამხედრო სარდლობაში. ამის შესახებ დღეს განაცხადა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ.
40 წელზე მეტმა განვლო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა გაიყვანა საფრანგეთი ალიანსის სტრუქტურიდან, რომელსაც სტრატეგიული დაგეგმვა ევალება. ეს ნაბიჯი მოჰყა უთანხმოებას ევროპაში შეერთებული შტატების გავლენის გარშემო. სარკოზიმ კი დღეს პარიზში, თავდაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოთქვა შეფასება, რომ საფრანგეთი უნდა დაუბრუნდეს ნატოს ცენტრალურ სტრუქტურას. [სარკოზის ხმა] “დადგა დრო, როცა ბოლო უნდა მოეღოს ამ ვითარებას, რადგან ამის გაკეთება საფრანგეთისა და ევროპის ინტერესებშია. ამ ხანგრძლივი პროცესის დასრულებით, საფრანგეთი უფრო ძლიერი და უფრო გავლენიანი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ის, ვინც განზე დგას, ბევრს კარგავს, რადგან საფრანგეთი სხვებთან ერთად უნდა ლიდერობდეს და არა სხვებს ექვემდებარებოდეს”.
XS
SM
MD
LG