Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა არ ადასტურებს გავრცელებულ


საქართველოს მთავრობა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთთან ერთად ენგურჰესის მართვის

საქართველოს მთავრობა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთთან ერთად ენგურჰესის მართვის
მემორანდუმით გათვალისწინიებული ხელშეკრულება აღარ გაფორმდება. გარიგების ჩაშლის შესახებ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პაატა დავითაიამ, რომლის ინფორმაციით, ოფიციალური შეთანხმების ხელმოწერის ვადა უკვე ამოიწურა, დოკუმენტზე მუშაობა კი - არც დაწყებულა. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასულ საღამოს განაცხადა, რომ ოფიციალური ხელშეკრულება შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაფორმდეს. ამასთან, ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ მემორანდუმის გამო შექმნილმა აჟიოტაჟმა შეთანხმებაზე მუშაობას გარკვეული პრობლემა შეუქმნა. დღეს რუსეთის სააქციო საზოგადოება „ერთიანი ენერგოსისტემების“ წარმომადგენელმა ბორის ზვერევმა სააგენტო ინტერპრესნიუსს არ დაუდასტურა, რომ ენგურჰესის ერთობლივად მართვის გარიგება ჩაიშალა.
XS
SM
MD
LG