Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო კონფერენციაზე ესპანეთის ქალაქ ტოლედოში


საერთაშორისო კონფერენციაზე ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა

საერთაშორისო კონფერენციაზე ესპანეთის ქალაქ ტოლედოში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა
და ექსპერტებმა დაიწყეს იმაზე მუშაობა, როგორ გაუმჯობესდეს ევროპულ სასამართლო სისტემებში ბავშვთა დაცვა. კერძოდ, საქმე ეხება ძალადობასა და სექსუალურ დანაშაულებებს.
10 მარტს, კონფერენციის დაწყებამდე ორი დღით ადრე, საბერძნეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რატიფიკაცია გაუკეთა "სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის კონვენციას." ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს საქართველომ და ესპანეთმა. დოკუმენტი ძალაში შევა, როცა კიდევ ოთხი სახელმწიფო გაუკეთებს მას რატიფიკაციას. სულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 34-მა სახელმწიფომ, მაგრამ ჯერ არ გაუკეთებიათ რატიფიკაცია.
XS
SM
MD
LG